2019-02-13 18:39:50
1-ელი აპრილიდან ქვეყანაში საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი ამოქმედდება - ეკონომიკის მინისტრი

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე გიორგი ქობულიას უსმენენ.  გიორგი ქობულია კანონმდებლების წინაშე მოხსენებით წარდგა. ამ წუთებში დეპუტატები ეკონომიკის მინისტრს, უკვე კითხვებით მიმართავენ. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით,  1-ელი აპრილიდან ქვეყანაში საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი ამოქმედდება. 

საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის თანახმად, მსესხებელი მცირე და საშუალო ბიზნესი იქნება საქმიანობის სახეებით: წარმოება და გადამუშავება, საგანმანათლებლო დაწესებულებები, ტრეინინგ ცენტრები, სერვისების ექსპორტი, გადამამუშავებელი სოფლის მეურნეობა, R&D, სასტუმროების სექტორი.

გიორგი ქობულიას ინფორმაციით, გარანტიის დაფარვის დონე - ინდივიდუალურ სესხზე 70%, პორტფელის ანაზღაურების ლიმიტი 10% იქნება.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, მოხდება ეკონომიკის დამატებითი დაკრედიტების ხელშეწყობა და ბაზრის ჩავარდნების აღმოფხვრა, რაც ხელს უშლის სიცოცხლისუნარიან ბიზნესს კრედიტის აღებაში.

ამავე თემაზე