2019-02-12 18:11:28
"სააკაშვილს ის კოსტუმი ძალიან პატარა ჰქონდა, წავიდა, იქნება, კარგი ზომის კოსტუმი ვუშოვო ნორვეგიაშიო" - ზარდიაშვილის სიმამრი შვილის დაკავებაზე (ვიდეო)

მიშას კოსტუმისთვის წავიდა ნორვეგიაში... პატარა ჰქონია და იქ კარგებიაო - ეს განცხადება, დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის სიმამრმა, შვილის დაკავებასთან დაკავშირებით გააკეთა. 

აუდიტის სამსახურის ერთ-ერთი სსიპ-ის ყოფილი თანამშრომელი, რომელიც დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის ცოლის ძმაა, ნორვეგიაში, ელექტრო ტექნიკის ქურდობის ფაქტზე დააკავეს. 

არსებული ინფორმაციით, გრიგოლ აბრალავასთან ერთად დაკავებულია საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც, სავარაუდოდ, ასევე საჯარო მოხელეა და მასაც ტექნიკის ქურდობა ედება ბრალად.

როგორც დაკავებულის მამა - ანზორ აბრალავა, ამბობს, მისი შვილი არა ნორვეგიაში, არამედ ევროკავშირის სხვა ქვეყანაში იმყოფებოდა.

მისი თქმით, მის ვაჟს გარკვეული პრობლემა მართლაც შეექმნა, თუმცა, გრიგოლ აბრალავას მამა არ ადასტურებს, რომ მისი შვილი დააკავეს.

„უფასო შვებულება აიღო, როგორც მე ვიცი და წავიდა. ერთი თვის წასულია. პირად საქმეზეა წასული. არა აქვს უფლება, წავიდეს? თქვენ რაზე ხართ გამოსული დღეს აქ? ეგრე საქმეზე წავიდა ისიც. თუ გვარამიას შეუთანხმოს? თქვენ პროკურორი ხართ და თქვენ იცით ყველაფერი? მე კანონმორჩილი კაცი ვარ და არ ვიცი, რა ხდება. არის უცხო ქვეყანაში, რა მოხდა, არ ვიცი. მითხრეს, რომ არის ნორვეგიაში. მე ვიცოდი, რომ უნდა ყოფილიყო პოლონეთში ან გერმანიაში. ახლა სავიზო რეჟიმი იძლევა საშუალებას, რომ იმოძრაოს. თქვენ უკრძალავთ?

ამავე თემაზე