2019-02-11 18:49:00
არ უნდა ჰქონდეს ენმ-ს იმის ილუზია, რომ თუ მათთან საზოგადოების წევრებს პრეტენზიები აქვთ საქართველოში, ეს პრეტენზიები გაქრება საზღვარგარეთ - თალაკვაძე

​ლიეჟში გუშინ მომხდარ ინციდენტს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ეხმაურება. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უნდა ჰქონდეს იმის ილუზია, რომ თუ მათთან საზოგადოების წევრებს პრეტენზიები აქვთ საქართველოში, ეს პრეტენზიები გაქრება საზღვარგარეთ. 

„როგორც მთელი საზოგადოება, მეც იგივე შეფასებას გავაკეთებ. როგორც პოლიტიკური, ისე შინაარსობრივი თვალსაზრისით ეს იყო ძალიან მოუმზადებელი შეხვედრა. როგორც მოსალოდნელი იყო, ის მოსაზრება, რომელიც არის საქართველოში საზოგადოების შიგნით, დაფიქსირდა ლიეჟშიც და სადაც შეიკრიბებიან საქართველოს მოქალაქეები, ყველგან იქნება იგივე მოსაზრება. არ უნდა ჰქონდეს „ნაციონალურ მოძრაობას“ იმის ილუზია, რომ თუ მათთან საზოგადოების წევრებს პრეტენზიები აქვთ საქართველოში, ეს პრეტენზიები გაქრება საზღვარგარეთ. ყველას კარგად გვახსოვს რა მოხდა და დროა, რომ მომავალზე და უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე ვიფიქროთ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ლიეჟში შეხვედრა," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამავე თემაზე