2019-02-11 17:21:51
არეულობა, დესტაბილიზაცია და ამ სტრესული სიტუაციის განცდა - ეს არის ის ამოცანა, რომელსაც სააკაშვილი ისახავს- ვოლსკი

არეულობა, დესტაბილიზაცია და ამ სტრესული სიტუაციის განცდა - ეს არის ის ამოცანა, რომელსაც სააკაშვილი ისახავს- ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ გააკეთა. 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ბელგიაში, ლიეჟში​ მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, რომელიც მიხეილ სააკაშვილისა და ქართველი ემიგრანტების შეხვედრისას მოხდა. 

მისი შეფასებით, ვერც ერთი ექსპერტი ვერ იტყვის, რომ სააკაშვილს რაიმე პერსპექტივა აქვს.

„აქ მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი დაპირისპირების ფრონტი შექმნას, მათ შორის იმ ქართველებს შორის, რომლებიც პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად, ერთად არიან საზღვარგარეთ და ერთად ეწევიან მძიმე ჭაპანს. არეულობა, დესტაბილიზაცია და ამ სტრესული სიტუაციის განცდა - ეს არის ის ამოცანა, რომელსაც სააკაშვილი ისახავს. სხვა რესურსი მას არც საზღვარგარეთ და არც საქართველოში არ გააჩნია. ახლახან ვიყავი ამერიკის შეერთებულ შტატებში, შევხვდი ბევრ მაღალჩინოსანს, ევროპაშიც დავდივართ და არავის, არც ერთ შეხვედრაზე სააკაშვილი არ გახსენებია. ვერც ერთი მაღალი დონის ექსპერტი და საზოგადოების წარმომადგენელი ვერ იტყვის, რომ სააკაშვილს რამენაირად პერსპექტივა აქვს ან მხარს უჭერს რომელიმე ქვეყნის პოლიტიკური ისტებლიშმენტი. საზოგადოებაში კი რა დამოკიდებულებაც აქვთ მის მიმართ, გამოჩნდა ცარიელ დარბაზსა და იმ განსხვავებული აზრებით, რაც იმ დარბაზის გარშემო ხდებოდა,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ამავე თემაზე