2019-02-11 15:42:55
როცა აფასებს ვინ რომელ კურსზე უნდა იყოს ან ვინ რომელ კლასშია, თვითონ უნდა იყოს რომელიმე კლასში - ბესელია ზარდიაშვილზე

როცა აფასებს ვინ რომელ კურსზე უნდა იყოს ან ვინ რომელ კლასშია, თვითონ უნდა იყოს რომელიმე კლასში - ბესელია ზარდიაშვილს შორის დაპირისპირება გრძელდება. მიზეზი ამჯერად ზარდიაშვილის კრიტიკა გახდა, რომელიც ეკა ბესელიას მიერ ინიცირებულ იმ კანონს ეხებოდა, რომელიც უვადოდ მოსამართლეების დანიშვნის პროცესის შეჩერებას გულისხმობს. 

ზარდიაშვილი ამბობს, რომ მსგავს ცვლილებებს ხელს არც ერთი პირველკურსელი და თავმოყვარე იურისტი არ მოაწერდა. 

"ვინც საუბრობს კლასებზე, კურსებზე და აფასებს ვინ რომელ კურსზე უნდა იყოს ან ვინ რომელ კლასშია და რანგებს აანალიზებს, თვითონ უნდა იყოს რომელიმე კლასში. როცა არცერთ კლასში არაა და არცერთ კურსზე არა არის თავისი რანგით თუ კვალიფიკაციით, როგორც იურისტი, მათ ნაკლებად შეუძლიათ შეაფასონ ასეთი პროექტები.

"იმდენად აღელდა იუსტიციის უმაღლესი საბჭო და უმაღლესი საბჭოს ლობისტებიც ამ ცვლილებების გამო,ჩანს რომ ჩვენ ზუსტად მივაგენით და მივედით იმ საკითხთან, რომლითაც უნდა მოხდეს დროებით შეჩერება, მორატორიუმი რათა მთელი სასამართლო სისტემა არ ჩაიკეტოს. დღეს მოვისმინე განცხადება,ერთ-ერთი მოსამართლე ამბობდა, რომ იუსტიციის საბჭომ უნდა დანიშნოს საკუთარი წარმომადგენელი პარლამენტში. იუსტიციის საბჭოს უშტატოდ ისედაც ჰყავს ძალინ ბევრი წარმომადგენელი პარლამენტში და ჰყავს ლობისტები,რომლებიც სასამართლოზე პირველ პირში ლაპარაკობენ ხოლმე,"-აცხადებს ეკა ბესელია. 

ამავე თემაზე