2019-02-07 12:52:06
"...წავიდეს და იაროს, ჭიდაობა არაფერს დაკარგავს" - მწვრთნელი დათუნაშვილზე

თავისუფალი ჭიდაობის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების უფროსი მწვრთნელი ნუგზარ სხირელი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის გაცხადებას თუ გეგა გეგეშიძე არ დატოვებს პრეზიდენტის პოსტს, შესაძლოა საქართველოდან წავიდეს, ასე პასუხობს - „ზურაბ დათუნაშვილს საქართველოდან წასვლას არავინ აიძულებს, არც ეუბნებიან. თუ უნდა ახლა წასვლა, დათუნაშვილის გარდა ნახევარი საქართველოა გასული. წავიდეს და იაროს. ჭიდაობა ამით არაფერს დაკარგავს“.

ეს განცხადება სხირელმა გეგა გეგეშიძისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

ამავე თემაზე