2019-02-06 11:45:55
"მივაღწევ იმას, რომ კედელი აშენდება"-ტრამპი
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესში ყოველწლიური გამოსვლის დროს განავხადა, რომ ის აუცილებლად მიიჩნევს მექსიკასთან გამყოფი კედლის აშენებას. ტრამპი მიიჩნევს, რომ კედლის აშენება გონივრულია და სამხრეთ ნაწილში კრიზისის დასაძლევად საჭირო. მექსიკასთან კედლის აშენება ან ახალი ფიზიკური ბარიერის შექმნის შესახებ წინადადება კონგრესს უკვე გაეგზავნა. "მივაღწევ, რომ ის აშენდება"-განაცხადა ტრამპმა და კონგრესს შეახსენა, რომ მას 10 დღე აქვს, იმისათვის, რომ შშენებლობის დაფინანსებაზე კანონპროექტს მხარი დაუჭიროს.
ამავე თემაზე