2019-02-05 14:29:41
"კარი ღიაა, ვისაც წასვლა უნდა შეუძლია დატოვოს" - კალაძე ფოფხაძეზე

კარი ღიაა, ვისაც წასვლა უნდა შეუძლია დატოვოს - ამ განცხადებით, კახა კალაძე საპარლამენტო უმრავლესობიდან გედევან ფოფხაძის შესაძლო წასვლას გამოეხმაურა.

კალაძეს ამბობს, რომ მათ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გუნდში არსებული ყველა პრობლემური საკითხი განიხილეს, მათ შორის განხილულ იქნა მოსამართლეთა უვადო გამწესების საკითხიც.

"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი ამბობს, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ პროტესტისა და უკმაყოფილების გრძნობა, შეუძლიათ წავიდნენ.

"თუ ვინმეს უნდა უმრავლესობის დატოვება კარი ღიაა და შეუძლია დატოვოს" - ამბობს პარტიის გენერალური მდივანი.

ამავე თემაზე