2019-01-12 17:19:32
თბილისში 13 ათასი კოლოფი პრეპარატი "ტამიფლუ" ჩამოიტანეს

პრეპარატ ტამიფლუს უფასოდ გაცემა მთელი ქვეყნის მასშტაბით დღეიდან იწყება. ანტივირუსული მედიკამენტის ახალი მარაგი დაავადებათა კონტროლის ცენტრში ცოტა ხნის წინ მიიტანეს, საიდანაც ტამიფლუ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებსა და აფთიაქებში გადანაწილდება.

პრეპარატის მიღებას პაციენტები მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, სპეციალური მიმართვის საფუძველზე მიიღებენ.

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს, თქმით, 13 ათასი კოლოფი ტამიფლუ ჩამოიტანეს. მისი განცხადებით, თბილისში აფთიაქების საშუალებით წამლის გაცემა დღეს, საღამოს 8-9 საათიდან დაიწყება, ხოლო ხვალ 12 საათიდან რეგიონებში.

ამავე თემაზე