2019-01-12 17:15:45
პარიზში აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა დაშავებულთა რიცხვი კი 40-მდე გაიზარდა

პარიზის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა. დაშავებულთა რიცხვი კი 40-მდე გაიზარდა. მათგან ათამდე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე საფრანგეთის შს მინისტრი, კრისტოფ კასტანერი და საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, ედუარ ფილიპი, მივიდნენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ადგილობრივი დროით, დაახლოებით, დილის 9 საათზე, პარიზის ცენტრში, ტრევიზის ქუჩაზე, მდებარე საფუნთუშეში მძლავრი აფეთქება მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, ადგილი ჰქონდა გაზის გაჟონვას.

ამავე თემაზე