2019-01-12 16:15:55
ვანში სამართალდამცველებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ვანში სამართალდამცველებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ ვანში 11 იანვარს მომხდარი ინციდენტის გამოძიება დაიწყო. ფაქტის შესწავლის შედეგად გენერალური ინსპექცია დაადგენს, ჰქონდა თუ არა დაპირისპირებისას რაიმე სახის გადაცდომას ადგილი და ამის შემდეგ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში მიმდინარე გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას დამატებით მიეწოდება,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე თემაზე