2019-01-12 15:52:34
ვანში ერთმანეთს შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ვანის ერთ-ერთ რესტორანში სამართალდამცველები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ფიზიკური ანგარიშსწორება შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლებს შორის მოხდა.

ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა უთანხმოების მიზეზი.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო.

ინციდენტში მონაწილე სამართალდამცველებს ამ დროისთვის სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეჩერებული აქვთ.

ამავე თემაზე