2019-01-12 15:44:47
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის მოსახლეობამ, სასმელი წყლის არქონის გამო, გორი-მცხეთის გზა გადაკეტა

გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ სასმელი წყლის არქონის გამო, გორი-მცხეთის გზა გადაკეტა და ხელისუფლებისგან პრობლემის მოგვარებას ითხოვდნენ. სოფელ ხიდისთავის მოსახლეობის დაშლა პოლიციამ ისე მოახერხა, რომ მათ ხელისუფლების პასუხი პრობლემის მოგვარების გზებზე ვერ მიიღეს.  

ადგილობრივები აცხადებენ, რომ მათ უკვე 2 კვირაა, სასმელი წყალი საერთოდ არ მიეწოდებათ. გარდა ამისა, წყალი მანამდეც პრობლემურად მიეწოდებოდათ. მათი თქმით, პრობლემის მთავარი მიზეზი არასწორი პროექტირებაა.    

სოფელ ხიდისთავის მოსახლეობა გზის გახსნას გუბერნატორთან შეხვედრის პირობით თანხმდებოდა და აცხადებდნენ, რომ ვიდრე წყლის მიწოდების პირობას არ მიიღებდნენ, გზას არ გახსნიდნენ. თუმცა, პოლიციამ მათი დაშლა და გზის გახსნა ისე მოახერხა, რომ აქციის მონაწილეებთან ხელისუფლებიდან არავინ მისულა. 

ამავე თემაზე