2019-01-12 13:12:23
აფეთქება პარიზის ცენტრში - შემთხვევის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა (ფოტო-კოლაჟი)

აფეთქება პარიზის ცენტრში - შემთხვევის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა. ორი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულებს შორის სამი მეხანძრეა.

 ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. პოლიციის მონაცემებით, აფეთქება ტრევიზის ქუჩაზე, ერთ-ერთ კომერციულ ფართში მოხდა.არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად რამდენიმე შენობა დაზიანდა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ჯგუფები.მომხდარი დეტალები ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდა გაზის გაჟონვას. შემთხვევის ადგილზე საფრანგეთის შს მინისტრი, კრისტოფ კასტანერი, მივიდა.

 

 

ამავე თემაზე