2019-01-12 13:07:27
მონადირეები და მეთევზეები კოლხეთის ეროვნულ პარკში კანონის ფარგლებში დაშვებული წესით ნადირობის უფლებას ითხოვენ

მონადირეები და მეთევზეები კოლხეთის ეროვნულ პარკში ნადირობასა და თევზაობაზე, ხელისუფლების მიერ დაწესებულ ახალ რეგულაციებს აპროტესტებს.

გადამფრენ ფრინველებზე კანონის ფარგლებში დაშვებული წესით ნადირობის უფლების მოთხოვნით ასობით მონადირე და მეთევზე ლანჩხუთის მერიასთან შეიკრიბა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ უკვე რამდენიმე დღეა, გარემოს დაცვის თანამშრომლები მათ ნადირობის უფლებას არ აძლევენ, იარაღს ართმევენ და ჯარიმებს უწერენ.

მათი განცხადებით, თუ რამდენიმე დღეში სიტუაცია არ გამოსწორდა, ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ. 

ამავე თემაზე