2019-01-12 12:58:37
გიორგი მშვენიერაძე - "ძალიან უხერხულია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი საუბრობს ცილის წამებაზე, როდესაც მთავარი ორკესტრირება ამ კამპანიის მისი საარჩევნო შტაბიდან მოდიოდა

პრეზიდენტის რანგში სალომე ზურაბიშვილის პირველ პრესკონფერენციას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აფასებენ. 

აზრით, პრეზიდენტის მხრიდან გაჟღერებული ინიციატივა, რაც დაკავშირებულია გამოხატვის თავისუფლების ფარგლების დასაწესებლად ახალი რეგულაციების შემოღებასთან, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობაა.

„ძალიან უხერხულია, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი საუბრობს ცილის წამებასა და ცილისმწამებლურ კამპანიაზე მაშინ, როდესაც მთავარი ორკესტრირება ამ კამპანიის მისი საარჩევნო შტაბიდან მოდიოდა და გრძელდება დღემდე "Facebook Page"-ების მიერ სხვადასხვა ადამიანის მიმართ, რომლებიც გამოყენებული იქნა მისთვის სასარგებლოდ საარჩევნო კამპანიაში,“ - განაცხადა საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ.

ამავე თემაზე