2019-01-11 17:34:40
„არცერთი გუნდის დამსახურება არ არის, რომ პრეზიდენტი ვარ" - ზურაბიშვილი

„არცერთი გუნდის დამსახურება არ არის, რომ პრეზიდენტი ვარ" - ეს განცხადება, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა. 

სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ამ წუთებში ჟურნალისტებს ხვდება და კითხვებს პასუხობს ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის და არა რომელიმე გუნდის დამსახურებაა ის, რომ ის საქართველოს პრეზიდენტი გახდა.

“არც ერთი გუნდის დამსახურება არ არის, ამას შეგასწორებთ.  ეს არის დამსახურება ქართველი ხალხის, თუ მე ვარ დღეს პრეზიდენტი და მათი ნდობის შედეგი.  ამ ნდობას ღირსი ვიქნები მე თუ ჩემს კომპეტენციას შევასრულებ ბოლომდე და არ გადავალ იმ ზღვარს, რომელიც არ არის პრეზიდენტის კომპეტენცია”, – განაცხადა ზურაბიშვილმა ჟურნალისტის საპასუხოდ. 

ამავე თემაზე