2019-01-11 16:41:51
მოზარდების მკვლელობა - ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული დ.ღ. დარბაზიდან გაათავისუფლეს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი დ.ღ. დარბაზიდან გაათავისუფლეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით 5000- ლარიანი გირაო შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თითქმის ერთსაათიანი თათბირის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა შკუბულიანმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ დ.ღ.-ს ექვსთვიანი საპატიმრო ვადა 19 იანვარს ეწურებოდა.

ამავე თემაზე