2019-01-09 12:01:53
ბესელიას, ფოფხაძის და "ურჩების" გარიცხვა გადაწყვეტილია - რაზე შეთანხმდნენ კაჭრეთში

"პირველი რადიოსთვის" ცნობილი ხდება კაჭრეთში უმრავლესობის ლიდერების და მთვარობის წევრების დახურული შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხის დეტალები. შეხვედრაზე იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის ეკა ბესელიას და მისი ყოფილი მოადგილის გედევან ფოფხაძის უმრავლესობიდან გარიცხვის თემაზე იმსჯელეს და ხმათა უმრავლესობით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მათ მიეცეთ მკაცრი მითითება, რომ "გუნდური თამაშის" წესები დაიცვან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოხდება მათი უმრავლესობიდან და პარტიიდან გარიცხვა.

ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის გარდა სუბარი იყო უმრავლესობის იმ წევრებზეც, რომელთა განცხადებებიც მოსამართლეების დანიშვნის თემაზე "გუნდურ თამაშს" ცდება. საბოლოო გადაწვეტილება ბესელიასა, ფოფხაძის და სხვა "ურჩი დეპუტატების" გარიცხვის შესახებ შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის უმრავლესობასთან დაგეგმილ შეხვედრამდე იქნას მიღებული.

როგორც ცნობილია კაჭრეთში მეორე დღეა უმრავლესობის ლიდერების, პრემიერის და მთავრობის წევრების შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრა ვიწრო ფორმატშია და მას უმრავლესობის ბევრი წევრი არ ესწრება.

ამავე თემაზე