2019-01-09 10:17:03
იუსტიციის საბჭო და მოსამართლეთა ეს ჯგუფი პარლამენტს კუნთებს გვითამაშებს - კობერიძე

იუსტიციის საბჭო და მოსამართლეთა ეს ჯგუფი პარლამენტს კუნთებს გვითამაშებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„ყველაზე მთავარია, საბოლოო ჯამში, რა შედეგს მიიღებს ქვეყანა. გუნდურობა და ერთიანობა მე მესმის ასე, რომ როდესაც საკითხი ისმება, თუკი რამე აზრი მაქვს, აუცილებლად ვაფიქსირებ ამას, ვიღაცას მოსწონს, არ მოსწონს, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელოვანია, რომ ეს მსჯელობები იყოს. ჩვენ თუ იმაზე ვიფიქრებთ, დავისჯებით თუ არა, ეს მგონი, პოლიტიკოსის ფიქრები არ არის. ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, რომ იუსტიციის საბჭო და ეს ჯგუფი კუნთებს გვითამაშებს პარლამენტს, გვეუბნება, რომ არათუ სიას არ გაიტანს უკან, არამედ, მურუსიძე სასწრაფო წესით გაამწესეს“, - განაცხადა კობერიძემ.

ამავე თემაზე