2019-01-07 13:54:37
ბესელიას და ჩუგოშვილის შეხვედრა ივანიშვილთან - ჩუგოშვილის და ბესელიას უარი პარტიის თავმჯდომარეს?

"პირველი რადიოსთვის" ცნობილი ხდება, რომ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეების საკითხზე ეკა ბესელიასა და პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს შორის შეხვედრა ჯერ კიდევ ზაფხულში შედგა. ამ შეხვედრას ბესელიას გარდა წყაროს ინფორმაციით პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ესწრებოდა.

წყაროს ცნობით, ბესელიამ და ჩუგოშვილმა მოსამართლეობის კანდიდატები დაიწუნეს. ინფორმაციის თანახმად, ბესელიას მხრიდან მიზეზად იგივე დასახელდა, რაც ახლა. ის აცხადებდა, რომ წინა ხელისუფლების დროს, რეპუტაცია შელახული მოსამართლეების მხარდაჭერა დაუშვებელი იყო.

რაც შეეხება საუბრის მეორე მონაწილეს ჩუგოშვილს წყაროს ცნობით, მისი მთავარი არგუმენტი დასავლელი პარტნიორების შესაძლო უარყოფითი რეაქცია იყო.

"პირველი რადიო" შეეცადა ბესელიასთან და ჩუგოშვილთა დაკავშირებას, თუმცა ვიცე-სპიკერთან და იურიდიული კომიტეტის ფილ თავჯდომარესთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

ამავე თემაზე