2018-12-25 13:51:36
"ლარის კურსი რომ დაეცეს, დოლარი უნდა გავიდეს სადღაც" - ქობულია

ლარის კურსი რომ დაეცეს, დოლარი ნაკლები უნდა იყოს ეკონომიკაში, ანუ დოლარი უნდა გავიდეს სადღაც, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე:

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ლარის კურსს აქვს სტაბილურობა, ის შეიძლება იყო გამყარებული კიდეც, მაგრამ როგორც მინიმუმ იქნება სტაბილური. ეს არ არის ჩვენი განცდა, ეს არის მათემატიკაზე დამყარებული დასკვნები. მარტივად რომ ვთქვა, ლარის კურსი რომ დაეცეს, დოლარი ნაკლები უნდა იყოს ეკონომიკაში, ანუ დოლარი უნდა გავიდეს სადღაც. დოლარი უნდა იყოს ნაკლები. მოგიყვანეთ დაანგარიშება 2017 და 2018 წლებს შორის. ნაკლები კი არა 65 მილიონი დოლარით მეტი იყო ეკონომიკაში. რისგან უნდა გაიაფდეს ლარი? ამ სიტუაციაში ლარი მხოლოდ შეიძლება იმით გაიაფდეს, თუ იქნება დიდი ფსიქოლოგიური ზეწოლა და პანიკური ხასიათის მოვლენები, თორემ ფუნდამენტალურად მეტია დოლარი და როგორ შეიძლება ლარი დავარდეს. ამას ფიზიკის და ეკონომიკის კანონები ეწინააღმდეგება,“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ამავე თემაზე