2018-12-24 16:56:25
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ დუალური პროფესიული განათლების მიმართულებით კვლევის შედეგაბი წარადგინა

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, გაიმართა კვლევის შედეგების პრეზენტაცია, სახელწოდებით „პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის არსებული და სამომავლო გზების კვლევის ანგარიში“. აღნიშნულ ანგარიშში ასახულია შესაბამისობის კვლევის შედეგები, რეგიონული ბიზნესის მიერ მოთხოვნად პროფესიებსა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროგრამებს შორის. კვლევა საქართველოს 3 რეგიონში განხორციელდა. პრეზენტაციას პალატასთან არსებული „დუალური პროფესიული განათლების საკოორდინაციო საბჭოს“ წევრები, ასევე, ბიზნეს-სექტორისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებიდაესწრნენ.

აღნიშნული ღონისძიების მიმდინარეობისას, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმაცენტრმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიგააფორმეს. დოკუმენტის მიხედვით, მხარეები თანხმდებიან, რომ პალატა მიიღებს მონაწილეობას და ჩართული იქნება ,,პროფესიული განათლების“ შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად შესამუშავებელი კანონქვემდებარე აქტების განხილვა-მომზადებაში, რაც მოიცავს სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მონაწილეობასაც. დოკუმენტს ხელი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი ვაშაკიძემ მოაწერეს.

  • დღეს, საქართველოსსავაჭრო-სამრეწველოპალატასადახარისხისგანვითარებისეროვნულცენტრსშორისმემორანდუმსმოეწერახელი. მემორანდუმიკანონქვემდებარეაქტებისმომზადებისდროსკერძოსექტორისადასავაჭრო-სამრეწველოპალატასშორისთანამშრომლობასგულისხმობს. პროფესიულიგანათლებისწარმატებითდანერგვისადაგანხორციელებისთვისკერძოსექტორისჩართულობაყველაეტაპზეძალიანმნიშვნელოვანიადასაქართველოსსავაჭრო-სამრეწველოპალატასწორედამმიმართულებითაქტიურადმუშაობს. პალატასთანჩამოყალიბებულიადუალურიგანათლებისსაკოორდინაციოსაბჭო, რომლისსხდომადღესგაიმართება. ასევე, ვატარებთკვლევისპრეზენტაციას, რომელიც 3 რეგიონშიჩატარდა”, - აღნიშნასაქართველოსსავაჭრო-სამრეწველოპალატისპრეზიდენტმანინოჩიქოვანმა.

მემორანდუმის შესაბამისად, პალატა ჩაერთვება სამუშაო ჯგუფების მუშაობაში, რომელთა თემატიკაც შემდეგ საკითხებს მოიცავს: პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების შემუშავებადა დამტკიცება; არაფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარება; არაფორმალური განათლების აღიარების უფლებამოსილების მოპოვების წესებისადა პირობების შემუშავება;პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებისადა მათიფორმების მომზადება.

ქვეყანაში პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. 2018 წელს პალატამ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ხელშეწყობით შექმნა „დუალური პროფესიული განათლების საკოორდინაციო საბჭო“, რომლის  წევრებიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს,  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს,   დარგობრივი  ბიზნეს-ასოციაციების,    დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და   პროფესიული განათლების  ექსპერტები არიან. საბჭოს შექმნის მთავარი მიზნები საქართველოში სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პოპულარიზაცია, დუალური პროფესიული განათლების შესახებ საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის შექმნა  და  კერძო სექტორსა და  პროფესიულ სასწავლებლებს შორის კოორდინაციის ხელშეწყობაა.

ამავე თემაზე