2018-12-19 19:41:18
ტრამპმა სირიიდან ამერიკელი ჯარისკაცების სრულად გაყვანის განკარგულება გასცა

აშშ-ს პრეზიდენტმა სირიიდან აშშ-ის ჯარების სრულად გაყვანის განკარგულება გასცა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბლუმბერგი“, ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პრეზიდენტმა ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე ოთხშაბათს დაწერა, რომ აშშ-მ სირიაში ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოზე“ გამარჯვება მოიპოვა, რაც ერთადერთი მიზეზი იყო იმისა, თუ რატომ იმყოფებოდა იქ ამერიკის საჯარისო კონტინგენტი.

მანამდე გამოცემა „The Washington Post“-მა სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს დაუყოვნებლივ დაიწყოს ამერიკული სამხედრო კონტინგენტის სირიიდან გაყვანა.

ამავე თემაზე