2018-12-19 11:08:07
"სამადაშვილი როგორც ელჩი იყო ქვეყნისთვის საზიანო და უმაქნისი... უსაქმური და კანონების არმცოდნე"

სალომე სამადაშვილი როგორც ელჩი იყო ქვეყნისთვის საზიანო და უმაქნისი, როგორც იურიდიული კომიტეტის წევრი უსაქმური და კანონების არმცოდნე, - აცხადებს ბესელია. მისი თქმით, სამადაშვილს კომიტეტის სხდომებზე დასწრების ყველაზე მეტი გაცდენა აქვს.

„არ წაუკითხავს არც ერთი კანონპროექტი, რაც იხილება პარლამენტში“, - აცხადებს ბესელია და უკვირს, აქამდე რატომ იყო სამადაშვილი კომიტეტის წევრი.

შეგახსენებთ, რომ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დატოვებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

ამავე თემაზე