2018-12-12 12:03:59
"არც ერთი ტყუილი არ გაუტაროთ რუსთავი 2-ს" - კალაძის მოწოდება სახელმწიფო უწყებებს

თბილისის მერი ”კურიერში” გასულმა იმ სიუჟეტმა გააღიზიანა, რომელიც საბავშვო ბაღებში კვების ტენდერებს შეეხებოდა. დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მან განაცხადა, რომ „რუსთავი 2-ის“ ეთერით სიცრუე გაჟღერდა.

„მინდა, მოვუწოდო ყველა სახელმწიფო უწყებას, რომ არცერთი ტყუილი და სიცრუე არ გაუტარონ ამ ტელევიზიას. ამ სიცრუეს საზოგადოება ისმენს და ბევრს მართალი ჰგონია. ყველა ტყუილზე უნდა იყოს რეაგირება. მოვუწოდებ "რუსთავი 2-ს", თავი დაანებონ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობას, ამის შესაძლებლობას არ მივცემთ,“- განაცხადა კახა კალაძემ.

ამავე თემაზე