2018-12-11 11:41:07
"ავლაბრის სასახლე შესაფერისი იქნებოდა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის" - მანანა კობახიძე

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძე ამბობს, რომ ავლაბრის სასახლე საკონსტიტუციოსთვის შესაფერისია- განცხადება მან ამის შესახებ "პალიტრანიუსთან" საუბარში გააკეთა. 

„ნამდვილად არაფერი მსმენია, რომ რაიმე განხილვები ყოფილიყო ამ თემაზე. ამაში სასამართლო ნამდვილად არ ერევა. რა თქმა უნდა, თუ ასეთი რამ იქნება განხორციელებული, ამას სჭირდება შესაბამისი ცვლილებები კანონმდებლობაში. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ზოგადად, შენობასთან დაკავშირებით ვიტყოდი, რომ ეს სივრცე უნდა იყოს საჯარო და შესაბამისი ინსტიტუციისთვის განკუთვნილი. ძალიან რთულია სხვა ფუნქცია მოუძებნო, თუ არა რაღაც მნიშვნელოვანი საჯარო ფუნქცია. ეს შენობა არის სპეციფიურად საპრეზიდენტო შენობა. სასამართლოს სხვა სპეციფიკა აქვს. პირდაპირ სასამართლოს აქ გადმოსვლა, არ ვიცი. ალბათ, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დაფიქრებაა საჭირო. თუმცა, ალბათ, შესაფერისი იქნებოდა სასამართლოსთვის. მე ამას მივემხრობოდი“,- განაცხადა მანანა კობახიძემ.

ამავე თემაზე