2018-12-08 15:53:54
IBSU-ს პირველკურსელების მიღებას სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან უკვე შეძლებს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საჩივარი სააპელაციო საბჭომ დააკმაყოფილა. სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, IBSU პირველ კურსელების მიღებას სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან უკვე შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ უნივერსიტეტის რექტორი, ილიას ჩილოღლუ, განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა, რომლითაც უნივერსიტეტს პირველ კურსების მიღების უფლება შეუჩერდა. მიზეზად ჯარიმის გადახდა სახელდებოდა, თუმცა, სასწავლებელმა დავალიანება უკვე დაფარა.

საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო საბჭოს სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

ამავე თემაზე