2018-12-06 12:38:48
"არც მეფის შთამომავალია და არც სრული ლეგიტიმაცია არ მიუღია" - ლომია

სალომე ზურაბიშვილს არ აქვს სრული ლეგიტიმაცია ხალხისგან - აცხადებს ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" თავმჯდომარე გიორგი ლომია. ლომია ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე მისვლას არ აპირებს და ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია დაესწრება თუ არა ღონისძიებას "პატრიოტთა ალიანსის" რომელიმე ლიდერი.

ლომია ინაუგურაციის ადგილსაც ეხმაურება და ამბობს, რომ ზურაბიშვილი არ არის მეფის შთამომავალი და მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა გაიმართოს ინაუგურაციის ცერემონია ერეკლე მეფის სასახლეში.

ლომიას თქმით თბილისში ინაუგურაციის ჩატარებაზე უარი იმით იყო განპირობებული, რომ ხელისუფლება არეულობას გაექცა.

„ღიად ვაცხადებ, რომ ჩვენ გავაკეთეთ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. ჩემი ადგილი მანდ არ არის და არ მივალ. პარტიის პოზიციაზე ვერ გესაუბრებით. თუ „თუ პატრიოტთა ალიანსიდან“ რომელიმე ლიდერი მივა, ეს მისი საქმეა. ვფიქრობ, რომ ალბათ, არეულობას აარიდეს თავი. არ ვთვლი, რომ ქალბატონი სალომე მეფის სასახლეში უნდა ატარებდეს ინაუგურაციას. არც მეფის შთამომავალია და არც საქართველოს მიერ სრული ლეგიტიმაცია არ მიუღია. ეს იყო იძულებითი ლეგიტიმაცია, რომელიც მისცა და გამოუცხადა ჩვენმა მოსახლეობამ,“- განაცხადა ლომიამ.

ამავე თემაზე