2018-11-19 11:56:11
მესამე კვარტალში უმუშევრობის დონე გაიზარდა - „საქსტატი“

მესამე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით, 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 12.2% შეადგინა, - ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

უმუშევრობის ზრდის მიზეზებზე კი „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა:

„უმუშევრობის დონე 2018 წლს მესამე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით, 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 12.2 % შეადგინა. აღნიშნული ზრდა ძირითადად განპირობებულია სეზონურობის ფაქტორით, რაც უკავშირდება განათლების დარგში დაქირავებულთა რაოდენობის კლებას, ასევე აღმზრდელების რაოდენობის შემცირებას. საზაფხულო არდადეგების გამო საათობრივ ანაზღაურებაზე მომუშავე პროფესორ-მასწავლებლების გარკვეულ ნაწილს უსრულდება შრომითი ხელშეკრულება და არ მუშაობენ მესამე კვარტლის განმავლობაში", - განაცხადა თოდრაძემ.

ამავე თემაზე