2018-11-16 12:32:46
მე ავუხსენი რა იყო ჩემი მოწოდება, რომ ყოფილიყო ევროპული ტიპის კამპანია და როგორ გარდაიქმნა ეს ნეოსაბჭოთა კამპანიად - ზურაბიშვილი აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა 

სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მან საარჩევნო გარემო, არსებული ვითარება გააცნო. 

მისი თქმით, ელჩს აუხსნა, რომ მისი მოწოდება იყო საარჩევნო კამპანია წარმართულიყო ევროპული სტანდარტებით, თუმცა ის გარდაიქმნა "ნეოსაბჭოთა კამპანიად". 

"ამის შესახებ ძალიან ბევრი დეტალები გავაცნე, რომელიც სხვათაშორის ეხება ჩემს ქალიშვილს და რომელიც არის ასევე ამერიკის მოქალაქე და მისთვის აუცილებლად სათქმელი იყო, რომ სცოდნოდა. 

ასევე ვისაუბრეთ იმის შესახებ თუ რა იქნებოდა ჩემი პოზიციონირება, როგორც პრეზიდენტი, რა თემები, რა პრიორიტეტები და რამდენად რთული იყო ამ პრიორიტეტების გაცნობა მოსახლეობისთვის. გამომდინარე იქედან როგორ ჩატარდა ეს კამპანია და რამდენი ხელშემშლელი ფაქტორები არსებობდა. ძალიან დაინტერესებული იყო ყველაფრით. ახალი ჩამოსულია და მისთვის ყველა ეს ინფორმაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. თვითონაც მითხრა რომ როცა შეხვდება ყველას, ალბათ იქნება ოფიციალური განცხადება საელჩოში,"-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

ამავე თემაზე