2018-11-12 16:44:42
"ხელებს ნუ შლი, ნუ ყვირი, ხმას დაუწიე" - დაპირისპირება ბიუროზე

"კომისიამ დაადგინა ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილე პირი და გასცა რეკომენდაცია. ამ მიმართულებით არაფერი არ გაუკეთებია არც პროკურატურას და არც შს სამინისტროს, ამიტომ ამ უწყებებმა პარლამენტს უნდა ჩააბარონ ანგარიში," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგო რატიანმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ბიუროზე უმცირესობამ დღეს  ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების საკითხი დააყენა, რასაც ხმაური მოჰყვა.

"ოცნებისა" და ოპოზიციის დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. ერთმანეთს ეკა ბესელია და ოთო კახიძე, ასევე ეკა ბესელია და ელენე ხოშტარია დაუპირისპირდნენ - "ხელებს ნუ შლი, ნუ ყვირი, ხმას დაუწიე" მიმართა ბესელიამ ხოშტარიას.

ბესელიამ განაცხადა, რომ პარლამენტი ვერ დასჯის დამნაშავეებს, ამიტომ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს ყველა, რასაც ელენე ხოშტარიამ „დემაგოგია“ უწოდა.

ველოდებით სააპელაციო სასამართლოს სამართლიან ვერდიქტს, რომელმაც უნდა თქვას - ვინ არის მკვლელი, ვინ არ არის, სწორი იყო თუ არა ის, რაც პირველმა ინსტანციამ გააკეთა " განაცხადა ბესელიამ, რასაც ხოშტარიას პაუხი მოჰყვა, რომ  სააპელაციო სასამართლომდე გაყალბებული საქმე მივიდა.

 კაცი ისევ ქუჩაშია და მკვლელი არ არის. 1 წელი გადის უკვე, რომელ სააპელაციო სასამართლოზე ლაპარაკობთ, გაყალბებული საქმე რომ წავიდა? ვინც დასასჯელია უნდა დაისაჯოს. დიახ, პარლამენტს აქვს პასუხისმგებლობა, რომ როდესაც გაყალბეულია საქმე, ამის უფლება არ მივცეთ, დამნაშავე პროკურორების დასჯა უნდა მოითხოვოს პარლამენტმა. ამის პარალელურად ურტყამთ იქ სარალიძეს. რაზე ლაპარაკობთ“,- უპასუხა ხოშტარიამ ბესელიას.

ამავე თემაზე