2018-11-09 17:30:50
კალაძე გენერალ ჭანკოტაძის განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს

კახა კალაძე გენერალ დევი ჭანკოტაძის განცხადებას სამარცხვინოს და პოლიტიზირებულს უწოდებს:

„ძალიან საწყენია, რომ ყველაფერი პოლიტიზირებულია. ამ განცხადებას სამარცხვინოს ვუწოდებ. რა განცხადებებზეა საუბარი, როდესაც ტერიტორიების 20% არის დაკარგული და ზუსტად იმ პოლიტიკის შედეგია, რა პოლიტიკასაც ახორციელებდა ბატონი სააკაშვილი, მისი თანაგუნდელები. დღეს რომ ჩვენი ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული, დაკარგულია სოფლები, უამრავი დაღუპული ადამიანია, ჩვენი გმირი ჯარისკაცები და ეს არის სააკაშვილის და მისი გუნდის პოლიტიკური ნაბიჯების შედეგი. ეს არის დიდი უბედურება და სამწუხარო. აქეთ გვდებენ ბრალს ჩვენ იმაში, რაც თვითონ ჩაიდინეს. ყველაზე დიდი უბედურება კიდევ არის ის, რომ ევროპარლამენტში რეზოლუციას მოაწერეს ხელი. გამეორება არ მინდა, იმ შინაარსის რაც იქ წერია, სამარცხვინო”,- აცხადებს კალაძე.

ამავე თემაზე