2018-11-09 17:17:24
სებ- მა 10 მლნ დოლარი შეიძინა - ახალი ოფიციალური კურსი

"2018 წლის 9 ნოემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7220 შეადგინა." ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული ბანკი ავრცელებს.

სებ-მა ლარის ახალი ოფიცვიალური კურსიც დადგინა, რომლის მიხედვითაც, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7146 ლარია.  კურსი კი, რომელიც დღეს მოქმედებდა,  2.7505  ლარი იყო. 

ევროს კურსი 3.0800  ლარია. დღეს მოქმედი კურსი კი  3.1405 ლარს შეადგენდა. 

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა
 

ამავე თემაზე