2018-11-09 15:13:46
„ეს იყო უბრალოდ, მოჩვენებით პასუხისგებაში მიცემული პირი... ეს იყო სუბელიანის ხრიკები"- სარალიძე მორჩაძეზე

ხორავას ქუჩაზე სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას ეხმაურება.

ზაზა სარალიძე ვერ პოულობს ახსნას, თუ რატომ იყო ამ დრომდე დაკავებული მორჩაძე, მაშინ, როდესაც მისი შვილის მკვლელები კვლავ დაუსჯელები არიან. სარალიძე ვარაუდობს, რომ მორჩაძის დაკავებით მისი ოჯახის მღელვარების ჩახშობა სურდათ.

სარალიძე მორჩაძის დაკავებას მირზა სუბელიანის გეგმებს უკავშირებს, რომელიც ასევე ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების ფარგლებშია დაკავებული.

„ეს იყო უბრალოდ, მოჩვენებით პასუხისგებაში მიცემული პირი, რომ ვითომ ჩაეხშოთ ეს მღელვარება. თავიდანვე ვთქვი, რომ ეს ადამიანი საერთოდ ტყუილად გაწირეს თავიდანვე. ეს იყო სუბელიანის ხრიკები, ვიღაც უნდა მიეცათ პასუხისგებაში და რომ გავჩერებულიყავი მე, მაგალითად და მე ვითხოვ ჩემი შვილის მკვლელების დასჯას და არა ვინ ვიღაცას ფული აჩუქა და ვინ ვიღაცას დაეხმარა. არ ვიცი, რას აკეთებენ მაგ მხრივ არ ვიცი, რატომ ცნეს დამნაშავედ ესეც არ ვიცი, რატომ აძლევენ პასუხისგებაში ესეც არ ვიცი, საერთოდ ეს ადამიანი ვინ არის, არ ვიცი,“ - განაცხადა სარალიძემ.

ამავე თემაზე