2018-11-09 14:41:29
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიხილოთ კარგი არჩევნები, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ნებას ასახავს“ - ევროკავშირის ელჩი

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიხილოთ კარგი არჩევნები, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ნებას ასახავს, - აცხადებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი. ელჩმა პირველი და მეორე ტურის წინასაარჩევნო გარემოც შეაფასა:

„რაც შეეხება საარჩევნო გარემოს, ჩემი დასკვნა არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ის იყო, რომ ერთი მხრივ, ეს არჩევნები კონკურენტუნარიანი იყო, რაც თავისთავად პოზიტიურია და ვიმედოვნებ, რომ ამ სულისკვეთებას მეორე ტურშიც ვიხილავთ. რაც შეეხება სიძულვილის ენის შემთხვევებს, ვფიქრობ, ეს აბსოლუტურად მიუღებელია და ვიმედოვნებ, რომ ეს მეორე ტურის ნაწილი არ გახდება. ასევე არაერთხელ განვაცხადე, რომ არჩევნების პირველ ტურში ყურადღება ძირითადად უფრო ნეგატივზე იყო გამახვილებული, ვიდრე რეალური მესიჯების წარმოდგენაზე. ვიმედოვნებ, რომ მეორე ტურში კანდიდატების მხრიდან უფრო მეტი აქცენტი იქნება გაკეთებული მათ ხედვებზე, რათა ამომრჩევლებმა შეძლონ სწორი არჩევანის გაკეთება. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით საარჩევნო კამპანიას, ვინაიდან ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიხილოთ კარგი არჩევნები, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ნებას ასახავს“, - განაცხადა ელჩმა.

ამავე თემაზე