2018-11-09 13:55:47
მერაბ მორჩაძე სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს - ხორავას ქუჩის საქმე

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფარგლებში მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებული მერაბ მორჩაძე სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. ის საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა. მორჩაძე თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით მიესაჯა, მისი მოხდა კი, პირობით ორი წლით გამოსაცდელი ვადით განესაზღვრა.

შეგახსენებთ, რომ  წინა სასმართლო სხდომაზე პროკურატურამ მერაბ მორჩაძეს ბრალი შეუმსუბუქა და მოწმის მოსყიდვისა და ზემოქმედების ნაცვლად, ახლა მას მხოლოდ მოწმეზე ზემოქმედებას ედავება.

მერაბ მორჩაძე 8 ივნისს სსკ-ის 372-ე მუხლით დააკავეს, რაც მოწმეზე ზემოქმედებას გულისხმობს, საუბარია საქმის ერთ-ერთ მთავარ მოწმე მიხეილ კალანდიაზე. ​

ამავე თემაზე