2018-11-09 13:18:42
სამტრედიაში, საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში დეპუტატმა ქალი სცემა

გავრცელებული ინფორმაციიით, სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში, საკრებულოს თავმჯდომარის, ნუგზარ ჯამბურიას სამუშაო ოთახში მისული მოქალაქე, მაია ქორიძე, დეპუტატმა სცემა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ღანირის თემის მაჟორიტარი ბადრი შენგელია ქალს ფიზკურად გაუსწორდა და მუშტებით სცემა. დაზარალებული ქალი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. საქმე სსკ–ს 126–ე მუხით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს.
 

ამავე თემაზე