2018-11-09 12:57:39
"ერთმანეთის შეფასების დრო არ არის" - ოხანაშვილი ბესელიას საქმიანობაზე - დეპუტატი გავრცელებულ ინფორმაციას არ უარყოფს

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შესაძლოა, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ეკა ბესელია შეცვალოს, დეპუტატი ანრი ოხანაშვილი, არც უარყოფს და არც ადასტურებს. ხოლო კითხვაზე, როგორ შეაფასებს ის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას საქმიანობას, აცხადებს, რომ "ახლა ერთმანეთის შეფასების დრო არ არის"

"მედიაში გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაციის შესახებ მე ასე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ნებისმიერ საკადრო გადაწყვეტილებაზე, რომელიც შეიძლება იყოს მიღებული, თქვენ ინფორმაცია გექნებათ ჩვენი გუნდის მხრიდან. ეს საკითხი გადაწყდება გუნდში, თუკი მსგავსი რამ მოხდება. ნებისმიერი სახის საკადრო გადაწყვეტილებაზე მსჯელობა ჯერ იქნება გუნდის შიგნით და შემდეგ ოფიციალურად ეცნობება საზოგადოებას. ახლა ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საქმე და ახლა ჩვენთვის პრიორიტეტული არის არჩევნების მეორე ტური. ახლა ერთმანეთის შეფასებებისთვის დრო არ არის, მნიშვნელოვანია, რომ უნდა ვიმოქმედოთ მყისიერად, რათა საზოგადოებამდე მივიტანოთ ყველაფერი, რაც ხდება. მე ჩემი კომენტარი გითხარით და როგორც გინდათ, ისეთი ინტერპრეტაცია გააკეთოთ", - განაცხადა ანრი იხანაშვილმა.

ეკა ბესელიამ შესაძლოა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვოს და პარლამენტის სპიკერატში გადაინაცვლოს. 

ამავე თემაზე