2018-11-08 17:01:11
"როგორც მომავალი პრეზიდენტი, იქნება ჩემი მეორე ტურის კამპანია..."- ზურაბიშვილის განცხადებები ატოცში (ვიდეო)

ჟურნალისტების კითხვაზე, მართალია თუ არა, რომ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, ის ჩამოშორდა წინასაარჩევნო კამპანიას და იმიტომ არ ჩანს, პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება

ზურაბიშვილი დღეს სოფელ ატოცში ჩავიდა და იქ არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნო. მან მედიასთან მოკლე განცხადებები გააკეთა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტობის შემთხვევაში პირველი რასაც გააკეთებს, ეს იქნება ვიზიტი ავღანეთში, როგრც ქვეყნის მთავარსარდლის.

მისივე თქმით, ატოცში ჩავიდა იმიტომ, რომ ვითარებამ მოითხოვა, ხოლო რაც შეეხება გენ შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის, დევი ჭანკოტაძის განცხადებას, ზურაბიშვილი კომენტარს არ აკეთებს.

მისივე თქმით, მას "არასდროს უთქვამს" რომ 2008 წელს საქართველომ დაბომბა საკუთარი ტერიტორია. ზურაბიშვილი აღარ პასუხობს კითხვას, რჩება თუ არა ძველ პოზიციაზე, რომ ომი საქართველომ დაიწყო.

"მე აქ ჩამოსული ვარ რომ ვილაპარაკო ჩემ გეგმებზე, როგორი პრეზიდენტი ვიქნები" ამბობს ზურაბიშვილი. მისი თქმით, პრეზიდენტობის შემთხვევაშ ის არ წამოეგება პროვოკაციებს, არ დაკარგავს ტერიტორიებს და გააძლიერებს უსაფრთხოებას.

რაც შეეხება მეორე ტურის კამპანიას. კითხვაზე, როგორი იქნება ის, ზურაბიშვილი პასუხობს:  "როგორც მომავალი პრეზიდენტი, იქნება ჩემი მეორე ტურის კამპანია, დანარჩენი ყველაფერი გარკვეულია, ადამიანებმა უნდა გააკეთონ თავის არჩევანი" ამბობს ზურაბიშვილი

ამავე თემაზე