2018-10-23 20:22:22
"ფრანკფურტში გასეირნება არ იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო" – ზურაბიშვილი

ქართული ოცნების მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატმასალომე ზურაბიშვილმა კულტურის სფეროს მოღვაწეებთან შეხვედრაზე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს პროგრამა გააკრიტიკა. ზურაბიშვილის თქმით ქვეყანამ ვერ მოახერხა ამ უზარმაზარი შანსის სრულად გამოყენება:

“მე პრეტენზია არ მაქვს, რომ საქართველოს კულტურის ყველა დარგში მაქვს ისეთი ცოდნა, ან ვიცი რა უნდა გაკეთდეს. ზოგჯერ ვგრძნობ, იმიტომ რომ ქალი ვარ და ინტუიციით [ვხვდები] რა არ კეთდება ისე, როგორც უნდა კეთდებოდეს. მაგალითად ვგრძნობ, რომ ამ წლის ფრანკფურტის ჩვენი გასეირნება არ იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო. ჩვენ ვერ  გავიტანეთ ისე, როგორც უნდა გაგვეტანა ქართული კულტურა. გვქონდა უზარმაზარი შანსი და ეს შანსი ნახევრად გავიტანეთ. შეგვეძლო ბევრად მეტი, მაგრამ ეს ჩვენ წინ გვაქვს და ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია” – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ამავე თემაზე