2018-10-16 12:11:37
"ირინა ენუქიძის მსგავსად იცავს ჩვენი შვილების სიცოცხლეს"- პრეზიდენტი სარალიძეზე

ირინა ენუქიძის მსაგვსად ის იცავს ჩვენი შვილების სიცოცხლეს - საქართველოს პრეზიდენტი ამ განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის პროტესტს გამოეხმაურა:

"ტრაგიკულია, რომ 10 წლის თავზე იმ ტრაგედიიდან, რომელმაც შესძრა საზოგადოება, დღეს დედაქალაქის მთავარ გამზირზე იგივე მოთხოვნით, იგივე ტრაგედიის საზოგადოებისთვის გაზიარებით დგას შვილმკვდარი მშობელი. ამ ვითარებაზე გამართული პოლიტიკური დებატები და პოლიტიკური შეფასებები კიდევ უფრო გაუგებარ განცდებს ტოვებს საზოგადოებაში..." განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. მისივე  თქმით, საზოგადოებაში ჩნდება განცდა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების შესუსტება მისულია იმ დონემდე, რომ საფრთხე ექმნება ადამიანის უფლებების სახელმწიფოს მიერ ეფექტურ დაცვას.

 

 

ამავე თემაზე