2018-10-16 11:59:30
"არავინ არ გაბედოს...თორემ ყველა სათითაოდ აგებს მკაცრად პასუხს"- კალაძე ოპოზიციას აფრთხილებს

ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ზოგიერთ მავნებელ პოლიტიკურ ძალას სურს ქვეყანაში არეულობის მოწყობა- აცხადებს თბილისის მერი, მირზა სუბელიანთან დაკავშირებული ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელების კომენტირებისას. კალაძე ოპოზიციას აფრთხილებს:

"არავინ არ გაბედოს კანონს მიღმა რაიმე ნაბიჯების გადადგმა, თორემ ყველა სათითაოდ აგებს მკაცრად პასუხს ქვეყნის წინაშე, საზოგადოების წინაშე და კანონის წინაშე...გუშინ ვითომ აქციები გამართა ნაცმოძრაობამ, 10-10 კაცი ყავდათ გამოყვანილი. ცდილობენ, რომ რაღაც ფონი შექმნან ვითომ რაღაცა უბედურებაა. თუ რამე კონკრეტული დანაშაული აქვს კონკრეტულ პირს, მას უნდა მოვთხოვოთ კანონის წინაშე და ვაგებინოთ პასუხი, მაგრამ კიდევ ვიმეორებ,  ვინმემ არ გაბედოს კანონის მიღმა ნაბიჯების გადადგმა" აცხადებს კალაძე

ამავე თემაზე