2018-10-15 10:50:48
"რა უთხარი იცი გახარიას?..." სკანდალური ჩანაწერი

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმე და მირზა სუბელიანი, რომლის დაკავებასაც მოკლული დავით სარალიძის მამა თვეები ითხოვდა - სკანდალური ჩანაწერებიდან, რომელიც გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული, ირკვევა რატომ არ არის დღემდე გამოძიებული მოზარდების მკვლელობის საქმე და რატომ არ არის გამოვლენილი და დასჯილი დათო სარალიძის მკვლელი. 
ჩანაწერების მიხედვით, სუბელიანთან საკანში იმყოფებიან „ქართული ოცნების“ დეპუტატი მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელი და მირზა სუბელიანის მარჯვენა ხელი, დათო ცუხიშვილი.

სუბელიანი იმ ე.წ. გადაზღვავზე საუბრობს, რომელმაც ის ციხიდან უნდა იხსნას. საუბარია კომპრომატებზე, რომელიც როგორც ჩანაწერებიდან ირკვევა, სუბელიანს შს მინისტრის, გიორგი გახარიას წინააღმდეგაც აქვს. 
ის ისევ სთხოვს დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს, შეახსენოს მინისტრ გახარიას მათი გარიგების პირობები.

“მე ვამბობ ეგეთ რაღაცას ძმაო, მომისაჯონ, დავიღალე რა, რო წახვალ უთხარი მომცენ მე ჩემი, არ მინდა არც შეღავათი და არც არაფერი, ხო ვთქვი ერთი წელი და მომისაჯონ და დამანებონ თავი რა. აღარ მინდა არც შეღავათი, ხო ვთქვი ერთი წელი, ვიჯდები ის ერთი წელი, დავიღალე რა, დამანებონ თავი რა.
ვ - შენ უნდა იყო ქვაზე მაგარი, ვიტამინები მიიღე და თავს მიხედე.
მ - ერთ რამეს გეტყვი, მე სხვა რამეს ვდარდობ, მეთქი ნახავს სახელმწიფო, ჩვენს გამო წავიდა და დაჯდა, ჩვენ გადაგვარჩინა და გამოხვალ და მირზა შენ ეს გექნება, მირზა შენ ის გექნება და ამის გამო რას ვიღებ ბოლოს ჩემი დედის ტ...ნას?! იმაში დარწმუნებული ვარ რო, იმას ეტყოდნენ სხვანაირად, მტკიცებულებები გვაქვსო, ბიჭო ოცნებამ მიიღეთ ძმაო, თქვენი გუნდის პატიმარი, თქვენი გუნდის, ამხელა შეცდომა ბოზიშვილი ვიყო მიშას არ დაუშვია, შენ ხვდები ეს რამხელა შეცდომაა?! არ მინდა არც დაკლება მინდა, ვიჯდები ეს ერთი წელი მჭირდება, ეს ნეგატიური პოზიცია რო გავდევნო, თორე მე რო ეხლა გავიდე გარეთ შეიძლება სასწაულები ჩავიდინო.

"რა უთხარი იცი გახარიას? ერთად რომ ვქეიფობდით მე ვასაძე და მთელი კამანდა, თურმე შორიდან იცნობდნენ ესენითქო? კარგითქო მართლა. ამაზე უფრო მეტად არის გაგიჟებულითქო. მესიჯი მიუტანე სწორად, არავის ჩაძირვა და არავის გადაძირვა არ მინდა, თვი დამანებონ, შემეშვან, სიტყვა ნათქვამია, ეგ სიტყვა შეასრულონ და აგერ არის 15-ში და ახალწლამდე დამიყენონ განაჩენი.

ვ-ესენი არჩევნების პერიოდია;
მ - არა არჩევნები მერე, იციან. 15 ნოემბერს მაქვს პროცესი. მანამდე არც მაქვს.
ვ-ამიტომ ვფიქრობ მაინც, რომ... ერთი წელი თუ მიუსაჯეს, ჩემი აზრია.
მ - ერთი წელი რატომ? ჯარიმა რატომ არა, ან ვაბშე რატომ ვარ პასუხისგებაში მიცემული. მოსამართლეები გაგიჟებულები არიან.
მ- ..გაგიჟდნენ კინაღამ, სადაა მტკიცებულებები კაცის ჩვენების გარდაო, რას ამბობო..

რატო მძირავენ, ძლივს ხალხმა დამივიწყა და ეხლა ისევ თავიდან ააყაყანე ეს ჟურნალისტები და თქვან ცრუ ჩვენება მისცაო, ისევ თავიდან, ეს უტვინოები, აი მაგათი დალაგებული, დარწმუნებული ვარ ძმაო მაგაში არც ირაკლის ხელი არ ურევია და ოთარის კიდე... ვალშია ძმაო, ეგრეც ხო არ არი ძმაო.
ვ - ოთარი ვინ არი?
მ - ფარცხალაძე, არ არი ვალში?!
ვ - ამ წუთში ოთარი რა შუაშია?
მ - არა? ეგ მართავს ძმაო პროკურატურას, აბა მე ვმართავ?! არ არი ვალში, ვის უფრო მეტი აქ ოთარისთვის გაკეთებული, შაყულას თუ მე, რაღა ვიბაზრო მეტი, არ მინდა არაფერი, ესე უთხარი გაგიჟებულიათქო, მიმისაჯეთ დამანებეთ თქვითქო კაცი იძახისთქო, პირობითს გამომაყოლებენ კიდე ერთი წელი და ვიყიდი იმ პირობითს და ეგ იქნება.”

ამ ფრაგმენტის ბოლოს სუბელიანი ოთარ ფარცხალაძესაც ახსენებს, რომელიც პროკურატურას მართავს. საუბრისას არაერთხელ ახსენებენ კიდევ ერთ პიროვნებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლევან კაკავას. ჩანაწერიდან ჩანს, რომ სწორედ კაკავას დაავალა გიორგი გახარიამ სუბელიანის საქმის ფინანსური მხარის მოგვარება.

“კაკავამ იცის მარა იმათ არ იციან, შეიძლება ეს აუხსნის იმათ მთელ კოზირებს რო წავიდნენ.
ვ - კაკავა ხო თავიდან იქ იჯდა?
მ - იქ იჯდა მარა შტერი არ არის რო წამოცდეს.
ვ - მაგი მინისტრის მოადგილე არაა?
მ - ხო.
ვ - რა დარგით?
მ - ეკონომიკურის განხრით და იმან უთხრა გასვლის დროს, პროსტა მიხედეთ ამ საქმესო, მეტი იმას სიტყვა არ უთქვამს, მეტი პრივილეგია და უფლებამოსილება მაგისთვის არავის არ მიუნიჭებია ძმაო.
ვ - ამაზე რა მითხრეს იცი, თუ რაიმე განსაკუთრებული თემა იქნებოდაო, კაკავა ყოველ დღე ვერ ივლიდა დათოსთანო.
მ - ხო, ბიტავუხაზე, პროცესს არ უნდა გაკარებოდა. მარტო ფინანსურად ძმაო, კაკავას ფინანსურად დაავალა, მაგის თვალწინ.

"იმან დაავალა, მილიონი თემა აქვს ძმაო, ის ვიცე-პრემიერია, მინისტრია, ის გეუბნება მე ხო გავალებდი, მარა ქვევით უკვე პ...ჭები ყავს, მაგიტომაც გეუბნები მაგის მოადგილეებს კი არ უნდა ელაპარაკო, მაგას უნდა ელაპარაკო.”

მირზა სუბელიანი ასევე ყვება, როგორ იქნა დაშვებული მძიმე შეცდომები გამოძიების პროცესში და როგორ სთხოვეს თვითონ ხელისულფების წარმომადგენლებმა მას დახმარება და ბოლოს ისიც უთხრეს, რომ “სახელმწიფოს გადასარჩენად“ ციხეში უნდა ჩამჯდარიყო. თავად სუბელიანიც საუბრის დროს მუდმივად ხაზს უსვამს, რომ ყველაფერს "სახელმწიფოსთვის" აკეთებს.

ამავე თემაზე