2018-10-11 18:32:13
შემოწირულობები -"საერთაშორისო გამჭვირვალობის" ახალი მონაცემები

10 ოქტომბრის მდგომარეობით, მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს ყველაზე მეტი დაფინანსება აქვს მიღებული- ინფორმაციას ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აქვეყნებს.

"მისი შემოწირულებები 4.5-ჯერ აღემატება ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის და თითქმის 5-ჯერ „ევროპული საქართველოს“ კანდიდატის, დავით ბაქრაძის საარჩევნო ფონდებში შეტანილ თანხებს." აცხადებენ ორგანიზაციაში. 

მათი მონაცემებით, 1 აგვისტოდან 10 ოქტომბრის ჩათვლით სალომე ზურაბიშვილმა 2 მილიონზე მეტი, გრიგოლ ვაშაძემ 470 ათასი, ხოლო დავით ბაქრაძემ 434 ათასი ლარის შემოწირულობა მიიღო.

შემოწირულობების შესახებ მეტი ინფორმაცია  

ამავე თემაზე