2018-10-11 17:44:09
ფარცხალაძის შემოსავალი მისი ბიზნეს საქმიანობის პერიოდში გაიზარდა - ადვოკატი

ოთარ ფარცხალაძის შემოსავლები ლეგიტიმურია და ის დაკავებულია ბიზნეს საქმიანობით- განაცხადა ფარცხალაძის ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. ადვოკატის მტკიცებით, ფარცხალაძის შემოსავალი ბიზნეს საქმიანობის პერიოდში გაიზარდა:

„მას შემდეგ, რაც მან დაანება საჯარო სამსახურს თავი, ამის შემდგომ, თქვენ იცით, რომ იგი წავიდა ბიზნესში, კონკრეტულ შემთხვევაზე ძალიან მარტივი პასუხია. საჯარო მოხელის თანამდებობის დატოვებს შემდეგ, პირი, რომელიც მიდის ბიზნესში, მას სრული უფლება აქვს რომ ღიად აკეთოს ბიზნეს საქმიანობა, ისე რომ გარკვეულ წილად მისი შემოსავალი გაიზარდა ბიზნეს საქმიანობის პერიოდში,“ - განაცხადა განცხადა გაგი მოსიაშვილმა

 

ამავე თემაზე