2018-10-11 16:28:19
"რუსეთი მშვიდობისმოყვარული პოლიტიკის მომხრეა და სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში არ ერევა"

რუსეთი მშვიდობისმოყვარული პოლიტიკის მომხრეა და სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპს იცავს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უცხო ქვეყნების ახლად დანიშნულ ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„რუსეთი მშვიდობისმოყვარული პოლიტიკის მომხრეა და თანმიმდევრულად ატარებს საპასუხისმგებლო საგარეო პოლიტიკურ კურსს. რუსეთი, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი, იცავს ორგანიზაციის წესდებაში გაწერილ ძირითად პრინციპებს - ქვეყნების სუვერენიტეტს და თანასწორობას, მათ შიდა საქმეებში ჩაურევლობას“, - განაცხადა პუტინმა.

 

ამავე თემაზე