სამართალი
2018-10-11 15:25:31
"ზოგჯერ გამოძიება დიდ ხანს გრძელდება ყოველგვარი დასკვნის გაკეთების გარეშე და ასე მართლმსაჯულება არ უნდა ხორციელდებოდეს“- საფრანგეთის ელჩი

ამ საქმეს ყურადღებით ვაკვირდებით, ვინაიდან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სუფთა ქვეყნის რეპუტაცია ჰქონდეს - "ომეგას საქმეზე" კომენტარს აკეთებს საქართველოში საფრანგეთის ელჩი პასკალ მენიე.

„ჩვენ ამ საქმეს ყურადღებით ვაკვირდებით, ვინაიდან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს სუფთა ქვეყნის რეპუტაცია ჰქონდეს, რომელმაც მოიშორა კორუფცია. ამავდროულად ახლა საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს და დისკურსი ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს შორის მძიმეა. ზოგჯერ ერთმანეთისთვის წაყენებული ბრალდებების დონე არ არის სამართლიანი. ვიმედოვნებთ, რომ გამოძიება გამჭვირვალედ ჩატარდება და დასრულებული იქნება, ვინაიდან ზოგჯერ გამოძიება დიდ ხანს გრძელდება ყოველგვარი დასკვნის გაკეთების გარეშე და ასე მართლმსაჯულება არ უნდა ხორციელდებოდეს“, - განაცხადა პასკალ მენიემ.

 

ამავე თემაზე