2018-10-11 13:38:15
იმედი მაქვს, აუდიტის სამსახური ჩემო კონკურენტების შემომწირველებითაც ინტერესდება- ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ  აუდიტის სამსახური სხვა საარჩევნო სუბიექტების შემომწირველების საკითხითაც ანალოგიურად ინტერესდება. ზურაბიშვილი აუდიტის სამსახურის მიერ სასამართლოსთვის მიმართვას გამოეხმაურა.

მაკონტროლებელი ორგანო იმ პირების შემოსავლებზე წვდომას ითხოვს, რომლებმაც ზურაბიშვილს სოლიდური თანხები შესწირეს. აუდიტის სამსახურის ინეტერსის ობიექტი ის ექიმებიც არიან, რომლებმაც ზურაბიშვილს თანხები ჩაურიცხეს 

„ძალიან კარგია, რომ აუდიტის სამსახური მიმართავს სასამართლოს. ეს უწყება მუშაობს ისე, როგორც უნდა იმუშაოს და მე როგორ უნდა ვთქვა რამე. ძალიან კარგი. ძალიან ნორმალურია, რომ დაიწყო აუდიტის სამსახურმა და იმედი მაქვს, რომ იგივეს აკეთებს ჩემს კონკურენტებზე. აუდიტის სამსახური უნდა იყოს ჩართული, უნდა იყოს ზედამხედველი ამ კამპანიის და მე ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

 

ამავე თემაზე