2018-10-10 16:27:24
"ახალ ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა კონფლიქტით დასრულდა და ფაქტიურად ჩაიშალა" - რას ითხოვდა მაჭავარიანი?

პროკურატურის მიერ, ლევან ყიფიანის გასაჯაროებული ჩვენებიდან ირკვევა, რომ ომეგას დამფუძნებელი ივლისში, ფინანსთა ახალ მინისტრს, ივანე მაჭავარიანსაც შეხვდა. ლევან ყიფიანის ჩვენებაში წერია, რომ შეხვედრა კონფლიქტით დასრულდა და ჩაიშალა, რადგან შეთანხმება ვერ შედგა: 

“ივლისის თვეში მე მოვახერხე ახალ ფინანსთა მინისტრთან შეხვედრის ორგანიზება, რომელიც კონფლიქტით დასრულდა და ფაქტიურად ჩაიშალა, რადგან მინისტრი მაჭავარიანს ხისტი მიდგომა ჰქონდა ერთხელ გაკეთებული რესტრუქტურიზაციის შემდგომ დაგროვილ 20 მილიონ ლარ დავალიანებაზე და ითხოვდა საერთო დავალიანებიდან, რაც ჯამში 50 მილიონს შეადგინა, ამ 20 მილიონის მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში დაფარვას, ხოლო ოქუაშვილი ძალიან ხანგრძლივ განწირვადებას, თუ სწორად მახსოვს, თვეში 100 ათასის გადახდას როგორც ავღნიშნე შეხვედრა ჩაიშალა და ოქუაშვილმა მითხრა, რომ ჩემს მიმართ არსებულ მსხვილს სახელფასო დავალიანებას ვერ გამისტუმრებდა რადგან ბიზნეს კარგავდა მე მას საკითხს ვერ ვუგვარებდი" ნათქვამია ლევან ყიფიანის ჩევენბაში, რომელიც პროკურატურამ გაასაჯაროვა.

ლევან ყიფიანის ჩვენება სრულად 

 

ამავე თემაზე